пятница, 5 апреля 2013 г.


1.პროექტის  სახელი:  ჩემი სკოლის მატიანე
2.მოკლე აღწერა:მოსწავლეები გამოიკვლევენ თავიანთი სკოლის ისტორიას. რომელ წელს
დაარსდა, რა პროფილის იყო, ვინ იყვნენ  პირველი მასწავლებლები და მოსწავლეები.
3. სრული აღწერა: როდის აშენდა  სკოლის შენობა, ვინ იყო პირველი დირექტორი, პირველი  მასწავლებლები, როდის მიიღო სპორტსკოლის სტატუსი, გამოჩენილი სპორტსმენები.
4. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
5.ვადები: 15 დეკემბრიდან-25 იანვრამდე
6.პროექტის შესაძლო  აქტივობები: მონაწილეები იმუშავებენ ჯგუფებში. თითოეულ ჯგუფს ექნება თავისი დავალება და საკვლევი  მასალა. მოსალოდნელი  შედეგები:  ბავშვები გაეცნობიან და შეისწავლიან  სკოლის ისტორიას,  ადამიანებს, რომლებმაც სკოლის  შესაქმნელად  იზრუნეს.  ეს ხელს შეუწყობს და  გამოუმუშავებს  მათ  წარსულისადმი  პატივისცემას  და  კვლევა-ძიების  უნარს. გადაიღებენ სურათებს, მოაწყობენ გამოფენას. თავიანთ  ნამუშევრებს  განათავსებენ სკოლის ვებ-გვერდზე.
7. სარგებელი  სხვებისთვის:  ყველასთვის  ხელმისაწვდომი  იქნება სკოლის ისტორია  და  ეს სარგებლობას  მოუტანს  არა  მარტო  ახლანდელ  მოსწავლეებს და  მშობლებს, არამედ მომავალ  თაობას.
8. სამუშაო  ენა: ქართული ენა
9.  ეროვნულ გეგმასთან  კავშირი: ხელს შეუწყობს საგანთა  შორის ურთიეთობას.(გეოგრაფია,  ისტორია, სპორტი).
10.  მონაწილეები: 29-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: თინათინ  ქათამაძე, ქრისტინე ჩხიტუნიძე, მარიამ  გაბარაშვილი,  თეკლა  სარდანაშვილი.
11. პროექტის  ფასილიტატორი: ლალი მიქაძე.

Комментариев нет:

Отправить комментарий